აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნახევარგამტარებზე ტარიფებს უახლოეს მომავალში დააწესებს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ნახევარგამტარებთან დაკავშირებით ამას გავაკეთებთ, ჩიპები და კიდევ სხვა რაღაცებზე, ეს უახლოეს მომავალში მოხდება" – თქვა ტრამპმა.
ელექტრონულ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფების შესახებ დასმულ კითხვაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ დიდ კომპანიებთან ისაუბრებს, რათა მათ გარკვეული "მოქნილობა" ჰქონდეთ.
12 აპრილს, აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალ დირექტივაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის მიერ დაწესებული "საპასუხო" ტარიფები არ გავრცელდება ისეთ ელექტრონულ პროდუქტებზე, როგორებიცაა სმარტფონები, კომპიუტერები, ჩიპები და სხვა.
მოგვიანებით, ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ სავაჭრო ბარიერებისგან გამონაკლისები არ იქნება, თუმცა ელექტრონულ პროდუქციაზე სხვა ტიპის გადასახადები გავრცელდება.





