უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ანტალიაში ქართული ოცნების პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამოეხმაურა.
"დღეს ანტალიაში პატივი მქონდა მესაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს". - წერს ორბანი პლატფორმა X-ე.
მისი თქმით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს, რომელიც საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული.
"ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ იზრდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ერთგული ვრჩებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიმართ". - ნათქვამია უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ანტალიაში 12 შეხვდა.
"მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები" - წერია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
მანამდე ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის 11-13 აპრილს თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა "დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" და ის უკვე მეოთხედ იმართება.





