რუსული რეჟიმი

ზარქუა: ქალბატონი თეა გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია

"ქალბატონი თეა გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია" - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელი პარლამენტში, ირაკლი ზარქუა საუბრობს. 

"ქალბატონმა თეამ გუშინ განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ.

[...] დააკვირდით, ეტყობა რაღაც ჩათი აქვთ, ეს უსამშობლოები ხომ პოულობენ ერთმანეთს, ამათ პატრონები ჰყავთ და უგდებენ ერთმანეთს ერთსა და იმავე თემას, აბა, ახლა ამას თავს დავესხათ" - ამბობს ზარქუა.

ზარქუას კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე თქვა - "უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის".

"მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა" - თქვა წულუკიანმა. 

კომენტარები