გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი სუზანა მეიერსი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე დაწერილი იმეილის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გასულ თვეს, ვიცეპრეზიდენტი ვენსი გრენლანდიაში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც მან გააკრიტიკა დანია და თქვა, რომ ის საკმარისს არ ხარჯავს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ვიზიტის შემდეგ, მეიერსმა სამხედრო პერსონალთან გაგზავნა იმეილი, სადაც წერდა, რომ ვიცეპრეზიდენტის განცხადება არ ასახავს სამხედრო ბაზის პოზიციას.
პენტაგონის მთავარი პრესსპიკერის, შონ პარნელმა X-ზე დაწერა, რომ "თავდაცვის დეპარტამენტი არ მოითმენს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან სამეთაურო ჯაჭვს ან პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს".
"არ ვამბობ, რომ მიმდინარე პოლიტიკა მესმის, მაგრამ რაც ვიცი, არის რომ ვიცეპრეზიდენტი ვენსის მიერ გამოხატული აშშ-ს ადმინისტრაციის უკმაყოფილება არ გამოხატავს პიტუფიკის კოსმოსურ ბაზას" – წერია მეიერსის მიერ გაგზავნილ წერილში.





