კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს. ის 8 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.
"მე მარტო დილის 7 საათზე მცალია, ასე გვიან ვერ მოვალ.
ბატონო ნიკა, ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პატივისცემით, საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი". - წერს გვარამია Facebook-ზე.
ნიკა გვარამიას გარდა, ოცნების კომისიაზე კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი წევრი, ზურაბ ჯაფარიძეც დაიბარეს. ჯაფარიძე 4 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.





