კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წინა ხელისუფელბის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს - ამის შესახებ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს.
ვაი თქვე &₾ეებო" - წერს ჯაფარიძე.
დღეს, 13:00 საათზე ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სასამართლოა ჩანიშნული. პროკურატურამ ძლიერი საქართველოს ლიდერისთვის მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.
მამუკა ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი პირველ აპრილს წარუდგინა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პროკურატურას გადაცემული აქვს ასევე ბადრი ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.





