აშშ-ჰონგ-კონგი

სახდეპმა ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

Reuters

31 მარტს აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰონგ-კონგისა და ჩინეთის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა.

შესაბამისი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

სახდეპის განცხადების თანახმად სანქცირებულია 6 ოფიციალური პირი.

სანქცირებულ პირებს ბრალად ედებათ ჰონგ-კონგის ჩინეთთან მიერთების მოწინააღმდეგეების მიმართ გატარებული რეპრესიები, ასევე ჰონგ-კონგის ავტონომიის დასუსტებისადმი მიმართული პოლიტიკის წარმოება.

სანქციები აშშ-სა და ჰონგ-კონგს შორის სხვადასხვა წლებში მიღებულ პოლიტიკური ურთიერთობების კანონებს ეყრდნობა.

კომენტარები