28 მარტს ცენტრალურ მიანმარში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.
ამ დრომდე მიანმარში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ ძიება იანგონში და ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ვამოწმებთ. ამ დროისთვის ჯერ ვერაფერს ვადასტურებთ". - განაცხადა მიანმარის სახანძრო სამსახურის ოფიცერმა Reuters-თან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეობში დაზიანებული შენობები ჩანს.





