რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევი დაბომბა, არიან დაღუპულები, მათ შორის 5 წლის ბავშვი

კიევის დაბომბვის შედეგები, 2025 წლის 23 მარტი
უკრაინის საგანგებო სამსახური

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით იერიშის შედეგად ნგრევა მოხდა დნეპროვის, პოდოლსკის, გოლოსეევის, დესნიანისა და შევჩენკოს რაიონებში.

დნეპროვის რაიონში 100 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს. შენობიდან ევაკუირებულია 27 ადამიანი. იგივე რაიონში, 16-სართულიანი სახლის მე-6 სართულზე ერთ-ერთ ბინაში დაზიანდა ფანჯრები, იატაკი და ჭერი.

პოდოლსკის რაიონში ცეცხლი გაჩნდა 25-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-20 სართულზე.

მაშველების მონაცემებით, გოლოსეევის რაიონში 4-სართულიან საოფისე შენობას გაუჩნდა ცეცხლი.

"დესნიანის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ქარსაფარ ზოლს, ხოლო შევჩენკოს რაიონში დაზიანდა 2 ავტომობილი".

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი.

კომენტარები