პრეზიდენტ პუტინთან ჩემი დღევანდელი საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო. ჩვენ შევთანხმდით დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმის გათვლით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებაზე. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი! მშვიდობის შეთანხმების ბევრი ელემენტი განვიხილეთ, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და ორივე - პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის სურთ ამის დასრულება. ეს პროცესი სრულ მოქმედებაშია შესული და ჩვენ, იმედია, კაცობრიობის ხათრით, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ტრამპი: პუტინთან ჩემი დღევანდელი საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო
tbl.ge/749u
დაკოპირდა

წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. დონალდ ტრამპმა და პუტინმა ერთმანეთთან საათნახევარი ისაუბრეს.
დონალდ ტრამპიაშშ-ს პრეზიდენტიტრამპის ადმინისტრაციავლადიმირ პუტინირუსეთიაშშ-რუსეთირუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
- UK-ის სანქციებში მოხვდა გემი, რომელიც წლის დასაწყისში ქართულ პორტში იმყოფებოდა
- რუსული Татнефть ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვას ზღუდავს
- ზელენსკი: ამჯერად ჩვენი შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები მოსკოვის რეგიონმა იგრძნო
- ლუკაშენკო: სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსი უკრაინისადმი მოწყვლადია, უკვე აქვთ 500 სამიზნე




