აშშ-ინდოეთი

აშშ და ინდოეთი უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ – გაბარდი

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი (მარცხნივ) და ინდოეთს პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თქმით, აშშ და ინდოეთი უსაფრთხოებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

გაბარდმა აღნიშნული განცხადება ნიუ-დელიში გამართულ უსაფრთხოების კონფერენცია Raisina Dialogue-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ  დონალდ ტრამპსა და ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. 

"ვფიქრობ, არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს ჩვენი საერთო ინტერესის განგრძობადი ზრდისა და მასში ინვესტიციისთვის". - განაცხადა გაბარდმა კონფერენციაზე. 

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ნიუ-დელიში ყოფნის პერიოდში ინდოეთის პრემიერმინისტრთან და ინდოეთის სხვა ოფიციალურ პირებთან კონსტრუქციული შეხვედრები ჰქონდა და დაამატა, რომ ტრამპი ერთგული რჩება მისი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორობების, მათ შორის, Quad-ის მიმართ.

Quad, იგივე Quadrilateral Security Dialogue (ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი) უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული დიპლომატიური კავშირია 4 ქვეყანას შორის - აშშ, ინდოეთი, ავსტრალია და იაპონია. ჯგუფს ხშირად მოიაზრებენ, როგორც ჩინეთის მზარდი გავლენების მოწინააღმდეგე ძალას, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და გლობალური ეკონომიკური და სამხედრო ძალის თვალსაზრისით. 

"[ტრამპს], მის გუნდსა და ჩვენს კაბინეტს მართლაც პირველი დღიდან გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან". - თქვა გაბარდმა კონფერენციაზე. 

კომენტარები