მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან. დიახ, ევროპელები ხანდახან მაღიზიანებენ და დიახ, მე მათ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ [ევროპა] დასავლური ცივილიზაციის აკვანია.
ქრისტიანული ცივილიზაციის მთლიანი იდეა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნებასთან მიგვიყვანა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული და რელიგიური კავშირები პოლიტიკური უთანხმოებების მიღმაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა და გულწრფელად, ამას ამერიკაზეც ვიტყოდი ერთი წლის წინ, ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას.
მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ თავიანთი საზღვრების კონტროლი. ხედავთ, როგორ დაიწყეს ამის წინააღმდეგ წასვლა და ეს კარგი რამაა. ხედავთ, თუ როგორ დაიწყეს თავიანთი მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებმაც გაპროტესტება დაიწყეს, მათ შორის, საზღვრის [უკანონოდ] დარღვევის [შემთხვევებისა], რამაც [არჩევნებში] დონალდ ტრამპისა და ბევრი ევროპელი ლიდერის [გამარჯვება] განაპირობა. მე მსურს, ყვაოდეს ევროპა. მსურს, ის მნიშნველოვანი მოკავშირე იყოს.
ამისათვის ევროპამ საკუთარი ხალხისა და სუვერენიტეტის პატივისცემა უნდა დაიწყოს და ამას მათ მაგივრად ამერიკა ვერ გააკეთებს. როდესაც არსებობს ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, სადაც რამდენიმე მილიონი იმიგრანტია ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც კულტურულად სრულად შეუსაბამოა გერმანიასთან, აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ვფიქრობ მე ევროპის შესახებ. გერმანიას საკუთარი თავი ეყოლება მოკლული და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან მიყვარს გერმანია და მსურს, გერმანია ყვაოდეს.





