ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასი თანახმაა, ამერიკელი ტყვე გამოუშვას და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები განახლდეს

Cbc.ca

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ 14 მარტს განაცხადა, რომ ამერიკელი-ისრაელელი მძევლის გამოშვებაზე დათანხმდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ბოლო ამერიკელი მძევალია ღაზის სექტორში. 

Reuters-ის ცნობით, ჰამასი ამ წინადადებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მომლაპარაკებლები წინადადებით გამოვიდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

ჰამასმა განაცხადა, რომ "პოზიტიურად" პასუხობენ წინა დღით წარდგენილ წინადადებას, რომ მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს. ამასთანავე, ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის მხარეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს. 

ამას გარდა, Reuters-ს ჰამასის ორმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ აღნიშნული შეთანხმება დამოკიდებულია ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე ფაზის მოლაპარაკებების დაწყებაზე, გამშვები პუნქტების გახსნასა და ტოტალური ბლოკადის მოხსნაზე, რომელიც ისრაელმა ორი კვირის წინ შემოიღო.

კომენტარები