პატივს ვცემ ამ კაცს, ბატონ ჰერჩინსკის, მაგრამ ყველაფერში ჩართეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რეალურად, იმიტომ, რომ მას დიფ სთეითი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ელჩად იმუშაოს ამ ქვეყანაში, ჰქონდა გარკვეული მცდელობა, თუმცა, სამწუხაროდ, მაშინვე მიუჩინეს თავისი ადგილი. რეალურად, ჩართეს წინასაარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ [...]
[...] ხედავთ სხვა ელჩებს, რას აკეთებენ - ბალტიისპირეთი, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ა.შ. ნაცვლად ელჩობის, ისინი საერთოდ სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ აქტივობებში, რაც არის მათ შორის, ვენის კონვენციის პირდაპირი უხეში დარღვევა, თუმცა, ეს არ აინტერესებს დიფ სთეითს, საერთოდ არავითარი პრინციპები არ აქვს დიფ სთეითს.





