სირიის ხელისუფლებამ ქურთების ლიდერებთან, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს აკონტროლებენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია.
შეთანხმებას ხელი სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმად ალ-შარამ და ქურთული პოლიტიკური პარტიის, Syrian Democratic Forces (SDF)-ის ლიდერთან, მაზლუმ აბდიმ მოაწერეს.
ახალი ხელისუფლება, ხელშეკრულების დადების შემდეგ, ფაქტიურად თითქმის მთლიან სირიას აკონტროლებს.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც წლის ბოლომდე ამუშავდება, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნდება ირანისა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები, აეროპორტები და ნავთობის საბადოები.
სირიელ ქურთებს მიეცემათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, მათ შორის სწავლისა და საკუთარ ენაზე მეტყველების უფლება, რომელიც ასადის მმართველობის პერიოდში ეთნიკურ უმცირესობას ჩამორთმეული ჰქონდა.