გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ Qartli.ge გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარზე სავარაუდო ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია. ის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.
ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისთანავე, მასალა განახლდება.





