თავიდანვე ძალიან ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას უყურებს, როგორც გაჭიანურებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტს და, გულწრფელად, ეს პროქსი ომია ბირთვულ ძალებს - უკრაინის მხარეს აშშ-სა და რუსეთს - შორის. ამის დამთავრებაა საჭირო და არავის აქვს არანაირი იდეა ან გეგმა, რათა ეს დამთავრდეს.
აქამდე უკრაინელებისა და მათი მოკავშირეების გეგმა - კაპიტოლიუმზე და სხვა ქვეყნებში ვისაც ველაპარაკებოდით - იყო ის, რომ "მოდით, უკრაინას იმდენი მივცეთ, რამდენიც სჭირდებათ და სადამდეც ეს საჭირო იქნება". ეს სტრატეგია არაა. რუსულ მხარეს, ცხადია, ამ კონფლიქტის დასაწყისში წვალობდნენ, უფრო დიდი ქვეყანაა, გარკვეული პროგრესი ჰქონდათ, მაგრამ არანაირად არ ნიშნავს, რომ რუსები აშკარად იგებენ, ამიტომ ეს ჩიხში შესული კონფლიქტია.





