გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირი გზით ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან ამერიკელი ტყვეების გათავისუფლების შესახებ და ზოგადად ომის დამთავრებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს მართავდა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც საკითხზე უშუალოდ არიან ინფორმირებული.
გამოცემის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოულერი ბოლო კვირების განმავლობაში ჰამასის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავდა.
ერთ-ერთ წყაროს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ჰამასთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხზე ისრაელს წინასწარ გაესაუბრა, თუმცა ისრაელის მხარემ გამართული შეხვედრების შესახებ სხვა წყაროებიდან გაიგო.
Axios-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ღაზის სექტორში მყოფი ტყვეების გათავისუფლება იყო. თუმცა, შეხვედრები ასევე ზოგადი შეთანხმების შესახებ დისკუსიებსაც მოიცავდა, რათა ყველა დარჩენილი მძევალი გათავისუფლდეს და გრძელვადიანი ზავი იყოს დადებული. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.
ბოლო მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში 59 მძევალი რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ მათგან 35 დაღუპულია, ხოლო ისრაელის დაზვერვაში სჯერათ, რომ მძევლებიდან 22 ჯერ კიდევ ცოცხალია. უცნობია დარჩენილი 2 მძევლის მდგომარეობა.





