აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა დარელ ისსამ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენს.
"დღეს მე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად წარვადგენ. ამ ჯილდოს ტრამპზე მეტად არავინ იმსახურებს" - წერს ისსა თავის X-ზე.
ისსას თავის პოსტში ნომინაციაზე დონალდ ტრამპის წარდგენლის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
თუმცა, მოგვიანებით, ისსას პრესსპიკერმა გამოცემა The Hill-თან საუბრისას ახლო აღმოსავლეთში ტრამპის მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას გაუსვა ხაზი:
"კონგრესმენმა ისსამ ცოტა ხნის წინ უხელმძღვანელა კონგრესის დელეგაციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ოთხ ქვეყანას ეწვია. მან პირადად რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერისგან გაიგო, რომ მშვიდობისკენ სწრაფვა და კონფლიქტებისგან დისტანცირება რეალური და მრავალმხრივია" - თქვა ჯონათან უილკოქსმა, ისას აპარატის უფროსის მოადგილემ და კომუნიკაციების დირექტორმა, The Hill-თან საუბარში.
"პრეზიდენტად არჩევისა და ფიცის დადების შემდეგ ტრამპი შთააგონებდა და ხელს უწყობდა სამშვიდობო საქმეს იმ გვარად, როგორც ძალიან დიდი ხანია არ გვსმენია. მისი ძალისხმევა მიმართულია ომისგან თავისუფალი სამყაროსკენ და დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცევა ეს რეალობად რამდენიმე რეგიონში – და არა მხოლოდ ერთში" - დაამატა მან.
დონალდ ტრამპი სულ 5-ჯერ იყო ნომინირებული ნობელის მშვიდობის პრემიაზე, 2018, 2020, 2021, 2024 და 2025 წლებში.