პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს ქვეყნიდან გამოაძევებენ.
როგორც პრემიერმინისტრმა ტუსკმა განაცხადა, პოლონეთში დაკავებული კრიმინალების დეპორტაცია მარტის თვის პირველ კვირაში დაიწყება.
ტუსკმა TVN24-თან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ დეპორტაციებისთვის საჭიროა შეთანხმება იმ ქვეყნებთან, საიდანაც კრიმინალები არიან წარმოშობით - საქართველო ერთ-ერთი მათგანია.
"ეს იქნება პირველი დეპორტაციის ტალღა, მათ შორის საქართველოში, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ ბანდებზეც, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან". - თქვა ტუსკმა.





