დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

რომელი რეისი გაუქმდა უამინდობის გამო და რომელი შესრულდება - რკინიგზა ჩამონათვალს ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ხვალ, 28 თებერვალს შესრულდება შემდეგი რეისები:

  • №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;

ასევე, რკინიგზის ცნობით, 28 თებერვალს, უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ:

  • №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • №3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;
  • №618/617 თბილისი-ბირჯომი-თბილისი;
  • №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;

"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ" - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღეა, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა შეზღუდვით მუშაობს.

კომენტარები