დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

კობახიძე: აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეებში, ამინდის იმედიც გვაქვს

ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფლებისთვის. საკმაოდ, ბევრია სოფელი, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანებების გამო. აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში, იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტოენერგიის მიწოდება. 

იმედი გვაქვს ასევე ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო, გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები