დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ლანჩხუთის მერი: დიდთოვლობის შედეგად ჩამონგრეულია 40-მდე სახლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად ლანჩხუთში ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. ამის შესახებ სარიშვილმა ინტერპრესნიუსს უთხრა.

რამდენიმე დღეა გურიის მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდთოვლობის და სტიქიის გამო ელექტროენერგია, ინტერნეტი და გაზი არ მიეწოდება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

გუშინ, 24 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა, სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

კომენტარები