მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გააგრძელეთ, მომისაჯეთ ჰილარი კლინტონის რედბულისთვის სამუდამო პატიმრობა

საბოლოო ჯამში, სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. პრეზიდენტის სასახლის, რომელიც ახლა გაუქმებულია, ფასადზე მე დავაწერე, "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", იმიტომ რომ ამ მოტივით ვცხოვრობდი ყოველთვის. მე არ ამიშენებია ჩემი სასახლე, მე ავაშენე პრეზიდენტის სასახლე, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლო და შემთხვევითი არ არის, რომ არის გაუქმებული. მე არ ამიშენებია დიდი სახლები და რაიმე ბიზნესი, ავაშენე ქუთაისის პარლამენტი. არ ამიშენებია ჩემთვის არაფერი, მაგრამ ავაშენე უამრავი ბიზნესი, უამრავი შესაძლებლობა, რადგან მჯეროდა, რომ თითოეული ქართველის წარმატება არის ჩემი წარმატება და თითოეული ქართველის სიმდიდრე არის ჩემი გამდიდრება, მიუხედავად იმისა, რომ მე ამით არასდროს მისარგებლია. [...]

ახლა გააგრძელეთ და მომისაჯეთ ჰილარი კლინტონის რედბულისთვის სამუდამო პატიმრობა, რადგან მეტს ვერაფერს ვიმსახურებ მაფიოზებისგან.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 

კომენტარები