ამიტომაც ვიყავი ვაშინგტონში მანამდე ინაუგურაციაზე, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელი, არა როგორც მე პიროვნულად, არამედ ქვეყნის წარმომადგენელი და ასე დავდივარ მე ყველგან. იმიტომ, რომ ვთვლი არ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ დავკარგოთ სწორედ ის ადგილი, სადამდეც ასეთი დიდი ძალისხმევით მივედით, რომ ვიყოთ ყველასთვის, არამხოლოდ აღიარებული, არამედ ის ქვეყანა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ რეგიონში, რომელიც მართლაც იყო ამ დემოკრატიულ გზაზე საკმაოდ წინ წასული. კი, ბევრი რამე კიდევ ჰქონდა გასაკეთებელი რეფორმების კუთხით, მაგრამ მაინც 30 წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ამ გზაზე ჩვენი პარტნიორები იყვნენ მთავარი და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ
ზურაბიშვილი ვიზიტებზე: არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადგილი, სადაც დიდი ძალისხმევით მივედით
tbl.ge/72wn
დაკოპირდა

თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, საერთაშორისო ვიზიტებზე და ქართული ოცნების ხელისუფლების იზოლაციაზე საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილიქართული ოცნებასალომე ზურაბიშვილის ინტერვიუევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასაერთაშორისო იზოლაცია
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, 25 თებერვალს აქციაზე ყველა გამოვა
- ზურაბიშვილი: უნდათ თუ არა, არჩევნები დაინიშნება და არ გამოვრიცხავ, რომ თვითონვე დანიშნონ
- პრეზიდენტი: სააკაშვილს შეეძლო, XXI საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო
- პრეზიდენტი: რატომ არის პრობლემა ქურქი? არ ვიცოდი, უცებ ასეთი ცხოველთა დამცველები თუ გავხდით
- პრეზიდენტი ადმინისტრაციაში გერის დანიშვნაზე: გჭირდება ადამიანი, რომელიც არის სრულიად სანდო




