გიტანას ნაუსედა

NATO და EU, რუსული აქტივების გაყინვა – ნაუსედამ უკრაინის მხარდაჭერის გეგმა წარადგინა

Gitanas Nauseda / X

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის მხარდასაჭერად და კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროპის საზოგადოებას მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდა

ნაუსედამ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდაჭერის გეგმა გამოაქვეყნა, რომლის დებულებებია:

  • რეალური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, NATO-ს წევრობა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან;
  • რუსეთმა უნდა აგოს პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებებზე, ხოლო სანქციები ძალაში უნდა დარჩეს აგრესიის შეწყვეტამდე;
  • შეიარაღების სასწრაფო დაფინანსება და 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება უკრაინას;
  • რუსული აქტივების გაყინვა და რუსული/ბელარუსული პროდუქტის იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესება;
  • ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, სავარაუდო თარიღი 2030 წელი;

"უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოება, მოდით ვიმოქმედოთ ერთად". – წერს ნაუსედა.

კომენტარები