ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ივანიშვილის დაბადების დღის აქციაზე სერგო მარიამიძე დააკავეს

18 თებერვალს, ივანიშვილის დაბადების დღის აქციაზე მოქალაქე სერგო მარიამიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც სერგო მარიამიძის მეგობარი, ზვიად მარიამიძე ჯგუფ დაიტოვეში წერს, სერგომ ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს, დაკავების მიზეზიც ეს გახდა. 

"აქციიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი მეგობარი, ათონელზე გაგვაჩერა პოლიციამ, 20 წუთიანი იდენტიფიცირების შემდეგ, მე გამომიშვეს და სერგო მარიამიძე გადაიყვანეს. ზაჰესში გადაუყვანიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს (რომელსაც არ იცნობდა) ესაა მიზეზი" - წერს მარიამიძე. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მარიამიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174მუხლებით, რომლებიც სამართალდამცავის მოთხვოვნისადმი დაუმორჩილებლობას და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. 

გუშინ, 18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილიც დააკავა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას არაიდენტიფიცირებული პირები მანქანაში სვამენ. თვითმხილველებს მათ თავი პოლიციად წარუდგინეს.

ჯიოშვილი, ადვოკატის ცნობით, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. 

კომენტარები