აშშ-ს ტარიფები

ტრუდო: საჭიროების შემთხვევაში, კანადის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე იქნება მტკიცე და მკაფიო

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კანადის პასუხი აშშ-ს მიერ ტარიფების დაწესებაზე იქნება მტკიცე და მკაფიო. ამის შესახებ მან პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე ისაუბრა.

ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებულ ტარიფზე საუბრისას ტრუდომ აღნიშნა, რომ ეს არის "მიუღებელი".

"საჭიროების შემთხვევაში, კანადელები მტკიცედ და მყარად დადგებიან ფეხზე". - თქვა ტრუდომ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე "გამონაკლისების გარეშე" 25%-იანი ტარიფი დააწესა.

კომენტარები