ალასკის თავზე თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზეც 10 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ქალაქ უნალაკლეეტიდან ქალაქ ნომში მიფრინავდა. ქალაქებს შორის ნორტონის ყურეა.
საპოლიციო განყოფილებას 6 თებერვლის 16:00 საათზე შეატყობინეს, რომ თვითმფრინავი, 9 მგზავრითა და 1 პილოტით, რომელიც იმ დროისთვის უკვე ნომში უნდა ყოფილიყო, რადარებიდან გაუჩინარდა.
ნომის მოხალისეთა სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის აქტიურ სახმელეთო სამძებრო სამუშაოებს, თუმცა საჰაერო სამძებრო სამუშაოები ცუდი ამინდისა და ხილვადობის გამო შეზღუდულია. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებში აშშ-ს სანაპირო დაცვა და აშშ-ს საჰაერო ძალები ჩაერთნენ.
"თვითმფრინავის ზუსტი ადგილმდებარეობა კვლავ უცნობია. ჩვენ გავაგრძელებთ სამძებრო სამუშაოებს რაც შეიძლება მეტ ლოკაციაზე მანამ, სანამ თვითმფრინავის ადგილმდებარეობა არ გვეცოდინება". - წერია მოხალისე მეხანძრეთა დეპარტამენტის განცხადებაში.
FlightRadar24-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი ბოლოს ნორტონის ყურის თავზე დაფიქსირდა, ალასკის დროით დაახლოებით 15:16 საათზე.





