წულუკიანი: საჯარო მოხელეები ისეთი ბულინგის მსხვერპლნი არიან, ზოგის თმენა გმირობის ფასია

ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე ყველა შემთხვევაში დავიცვათ, არამედ, როდესაც არის ისეთი თავდასხმა, რაც მის საქმიანობას უკავშირდება.

როდესაც შენ შენი პირადი სივრცე, რაც არ უნდა თმენის ვალდებულება გქონდეს, საჯარო მოხელე როცა ხარ, მაინც გაქვს, დავანებოთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ერთი წუთით თავი, საჯარო მოხელეები ისეთი ზეწოლის და ბულინგის მსხვერპლნი არიან, რომ ზოგიერთის თმენა ნამდვილად გმირობის ტოლფასია ზოგჯერ.

უტერორებენ ოჯახს, შვილებს, შეურაცხყოფას აყენებენ იქ, სადაც ის თავის ოჯახთან ერთად გასულია შაბათ-კვირას და ერთობა ან სადილობს, ამიტომ, ეს თუ არ იქნა მკაცრად დასჯადი და ჩვენ თუ ჩვენ ყველამ არ ვისწავლეთ ქცევის წესები... 

რუსთავი ორის ეთერში ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი თეა წულუკიანი ოცნების ინიცირებულ კანონმდებლობაზე, რომელიც რეჟიმმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები