ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხოშტარია აქციაზე ნაცემ დაკავებულზე: 2 კვირაა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება

კიდევ ერთი საგანგაშო ამბავი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პრობლემაში შედარებით ჩაიკარგა.

პატიმრის ოჯახის თანხმობით ვწერ

დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დააკავეს დავით ლომიძე, რომელსაც მოძალადე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებამდე მას ხერხემალზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული, რომელიც ცემის შედეგად გაურთულდა.

დაახლოებით ერთ კვირაში დაეწყო ფეხის ტკივილი, ამის შემდეგ უკვე ორი კვირაა ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ვერ დგება საწოლიდან. ეს არის წამება, წამების მორიგი შემთხვევა!

სასწრაფოდ ესაჭიროება კლინიკაში გადაყვანა, გამოკვლევები და მკურნალობა!

დიპკორპუსთან კომუნიკაცია არის, შიგნიდან წნეხია გასაზრდელი

დაწერა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში

კომენტარები