არჩევნები 2024

გვარამია: ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ რეჟიმი აგონიაშია

აბსოლუტურად ლეგიტიმურია პოლიტიკოსების კრიტიკა, ან NGO სექტორის კრიტიკა, სხვა ადამიანების კრიტიკა, მაგრამ მათგან კრიტიკის მოსმენა ასევე ლეგიტიმური ამბავია. ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ჩვენი მოსაზრება ვთქვათ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: მიტინგი, ასეთი ვითარებები, ნერვიული გარემო არასდროს არ იქნება კომფორტის ზონა, ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ რეჟიმი აგონიაშია. რეჟიმი დასუსტებულია, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე მისული არ არის. ამიტომ არის საჭირო სრული განფენა მთელი საქართველოს მასშტაბით და სოციალური სტანდარტების მიხედვით.

ამბობს პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია TV პირველის ეთერში.

კომენტარები