არჩევნები 2024

წულუკიანი: 2022 წლიდან ჩვენ გვქონდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დასჯას ცდილობენ

არ შეიძლება, საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც 800 000-ხმიანი სხვაობაა გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის. ეს ვერ იქნება გაყალბება, როდესაც ხმები აღირიცხება ელექტრონული ტექნოლოგიით, რომელიც, სხვათა შორის, დასავლური კომპანიების მიერაა დანერგილი საქართველოში და ჩვენ გვქონდა დასავლური კომპანია, არა რუსული, რომელმაც დაადასტურა, რომ გაყალბება შეუძლებელი იყო ამ ტექნოლოგიის წყალობით.

თუ რაიმე დარღვევები იყო, გამოძიებები მხოლოდ 8 შემთხვევაში დაიწყო, მაშინ რა ხდება? საქმე იმაშია, რომ ხალხს არჩევნების შედეგები არ მოსწონს. 2022-დან ჩვენ გვქონდა შთაბეჭდილება საქართველოში, და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, რომ საქართველოს დასჯას ცდილობენ.

თქვა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები