რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე კვლავ 100-ზე მეტი დრონით მიიტანა იერიში

Defense of Ukraine/X

27 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 104 დრონით, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. უკრაინის ძალებმა აქედან 57 დრონის განადგურება მოახერხეს, ხოლო 39 ლოკაციურად დაიკარგა

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

9:00 საათის მდგომარეობით დადასტურებულია 57 Shahed ტიპის დარტყმითი უპილოტო აპარატისა და სხვა ტიპის დრონების ჩამოგდება კიევის, მიხოლაევის, ხარკოვის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვინიცისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ივანო-ფრანკოვსკისა და კიევის ოლქები. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, საცხოვრებელი და კერძო სახლები.

კომენტარები