ოპოზიციური ტელევიზიები

ჩერგოლეიშვილი: პროპაგანდას ხელს უწყობს ის, ვინც სჩადის შეცდომას და არა ის, ვინც მას აღწერს

ლუკა ახალაია

პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-ლაივში ქართული ტელევიზიების და პოლიტიკური პარტიების შესაძლო ტრანსფორმაციის შესახებ ისაუბრა. 

ჩერგოლეიშვილის თქმით, დღეს ტელევიზიები არსებობენ მხოლოდ პოლიტიკური ფულით, რადგან ისინი აწყობილნი არიან ასეთ მოდელზე და აღნიშნული სისტემა ახშობს კრიტიკულ ხმას.

"[ლაშა] ბუღაძემ თქვა, რომ იმის გამო, რომ მტრულ პროპაგანდას არ გამოვეყენებინეთ, ვერიდებოდით იმათ კრიტიკას, ვისაც ხმას ვაძლევდითო.

[...] სინამდვილეში, პროპაგანდას ხელს უწყობს ის, ვინც სჩადის შეცდომას, ვინც ამ შეცდომას აღწერს და გამოსწორებას ცდილობს, ის პროპაგანდას ხელს არ უწყობს. ანუ ლაშა ბუღაძე იმიტომ ვერ საუბრობდა ამ ყველაფერზე აქამდე, ვიდრე ასეთი აშკარა დაკვეთა არ გაჩნდებოდა საზოგადოების მხრიდან, რომ თვითონ რეალურად პარტიული ბოსის დაქირავებულია. ის რომ ზის ფორმულაზე და მთავარზე, რეალურად, მას პარტიული ბოსი უხდის, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკური ფულით არსებობენ ის ტელევიზიები, სხვანაირად ისინი ფინანსურად მდგრადი ვერ იქნებიან. ისეთ მოდელზე არიან აწყობილები, რომ მაგალითად, გრანტებით ვერ გადარჩებიან და პოლიტიკური ფულით უნდა გადარჩნენ. მთავარზე რომ იყოს, ის მისაღები უნდა იყოს მიშასთვის, გვარამიასთვის. ფორმულაზე რომ მას ფული გადაუხადონ, მისაღები უნდა ყოფილიყო კეზერაშვილისთვის [...] რეალურად, ის ვერ აკრიტიკებდა იმას, ვინც ხელფასს უხდის, ახლა ეს იმით არის აღსანიშნავი, რომ ხელფასს ვინც უხდის იმის ტრანსფორმაციაზე საუბრობს ბუღაძე იმ ტელევიზიაში, რომელშიც ეს ხდებოდა და სადაც მე დაბლოკილი ვარ, რადგან ამ ყველაფერს ვსაუბრობდი.

[...] გინდათ თუ არ გინდა, ეს არის პროტესტის დაკვეთა, რომ ქვემოდან ზემოთ აეგოს პოლიტიკური პროცესი და პროტესტის დაკვეთაა, რომ ამომრჩევლის ინტერესები გამოხატოს პოლიტიკურმა პარტიულმა პროცესმა, მხოლოდ ასე შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას, პროტესტმა მიაღწიოს წარმატებას და მივიდეთ ცვლილებებამდე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე მეინსტრიმ დისკუსია დაიწყო". - თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

ფედერალისტების ლიდერის თქმით, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესის ცვლილების დაკვეთა მზარდია და თუკი პროტესტი წარმატებული იქნება, ქვეყანა აუცილებლად მივა პარტიების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციამდე.

"[...] ერთია, რომ ამ ხალხმა ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ პარტიების ტრანსფორმაცია არის აუცილებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კონსენსუსი უკვე შემდგარია. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ჯერ კიდევ არ ვიცით სად მივა და როგორ მივა.

[...] მიშას დროს, მუშაობდა ეს მაქსიმა, რომ ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდება ყველა განულდება. შემდეგ ეს მაქსიმა გადაიღო ყველამ კეზერაშვილი შემოვიდა თუ ხაზარაძე შემოვიდა და ამას მოერგო NGO სექტორიც. ეს NGO კარტელიც მოწყობილია ზუსტად იმ ვინც მე დაპირისპირდება, ყველა განულდება მოდელზე. არასამთავროების საქმე რა არის? რომ უყურონ რომ სამართლიანი თამაშის წესებით მიდიოდეს პოლიტიკური ბრძოლა, რომ ამომრჩევლის უფლებები დაცულია, ამომრჩეველი ინფორმირებულია - ამას კი არ ცდილობენ, არამედ პარტიებში არიან შეზრდილები და მათ კარნახობენ რა მესიჯები უნდა უთხრან ამომრჩეველს.

სანამ ამის ტრანსფორმაცია არ მოხდება, მე არ მჯერა, რომ ეს პროტესტი წარმატებას მოიტანს და მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს, რადგან დაკვეთა არის ძალიან ძლიერი და სრულიად ორგანულად წარმოშვა ის პოლიტიკურმა პროცესმა და ვფიქრობ, რომ თუ ამ პროცესს წარმატება უწერია, აუცილებლად მივალთ პარტიების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციამდე და ჩვენ მზად ვართ, ფედერალისტები, რომ ყველას, ვისაც კითხვები აქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, კონსულტაცია გავუწიოთ, ჩვენი აზრი ვუთხრათ". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები