აშშ-საფრანგეთი-საქართველო

უილსონი ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრაზე: საფრანგეთი და ამერიკა ქართველების გვერდით დგანან

მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა ზუსტად მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან. საქართველოსთვის ერთადერთი გზა წინ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!

წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე. 

მანამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში შეხვდა. 

კომენტარები