ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელში ჰამასის ტყვეობიდან 3 მძევლის გათავისუფლების მოლოდინში არიან

რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი
Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალების ვერტმფრენები მზად არის, რათა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობიდან სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისინი საავადმყოფოში მყისიერად გადაიყვანონ.

Times of Israel-ის ცნობით, ოჯახის წევრებმა მათთვის პირადი ნივთები გაგზავნეს.

ისრაელური წყაროების თქმით, IDF უარყოფს ცნობებს, რომ წითელ ჯვარს მძევლები უკვე გადასცეს. აღნიშნულ ინფორმაციას Kann News-ის სამხედრო კორესპონდენტი, ითაი ბლუმენთალი X-ზე ავრცელებს.

ამას გარდა, ებრაული მედიის ცნობით, IDF-მა მძევლების დედებს სთხოვა, რომ ღაზის სექტორის საზღვართან შეხვედრის ადგილზე მივიდნენ, რათა ტყვეობიდან გათავისუფლებულ შვილებს საავადმყოფოში გადაყვანის დროს თან ახლდნენ.

კომენტარები