ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა.
თავდაპირველად შეთანხმების ამოქმედება ადგილობრივი დროით 8:30 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჰამასმა დათქმულ დროზე არ დაასახელა იმ 3 ისრაელელი მძევლის ვინაობა, რომელთა გათავისუფლებასაც დღეს აპირებდნენ.
მანამდე ისრაელს გამოცხადებული ჰქონდა, რომ 3 მძევლის დასახელებამდე ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტდნენ.
შედეგად, ცეცხლის შეთანხმება ღაზაში ადგილობრივი დროით 11:15 საათზე ამოქმედა, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 3 მძევლის ვინაობა დაასახელა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შესახებ ჰამასისგან მძევლების სახელები და გვარების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადა.
ისრაელურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძევლები, რომლებიც დღეს გათავისუფლდებიან, არიან: 31 წლის დორონ სტეინბრექერი, 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.