ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

იოსელიანი: თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო მოვლენებზე - გავავრცელე მე

რას ითხოვენ ჩემგან, კაეგი კითხვაა. კონკრეტულად პოლიტიკური პარტიები ჩემგან ითხოვენ იმას, რომ ვიყო მხოლოდ მათი ინტერესების დამცველი, ვილაპარაკო ის ნარატივი, რაც მათ უნდათ. ვიღაც აქტივისტებს, რამდენიმე ჯგუფს უნდა, რომ ისეთი შეფასებები გავაკეთო, როგორიც მათ მიაჩნიათ სწორად. ვიღაცას უნდა, რომ ისეთი განცხადებები არ მქონდეს, როგორიც მაქვს და ა.შ. ყველას აქვს თავისი ინტერესი და სახალხო დამცველი არის ის ადამიანი, რომელიც ამ ინტერესებს თუ დაექვემდებარა, მაშინ ამ ნეიტრალურ ფუნქციას დაკარგავს. ამაში არის საქმე და ამიტომ, როგორც წესი, ძალიან უმადური საქმეა, ყველა ეს ადამიანი რჩება უკმაყოფილო, მათ შორის, ხელისუფლება, პირველ რიგში.

თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავავრცელე მე. არც ერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე.

[...] ეს არის წმინდა იურიდიული ნაწილი. სისტემური შეიძლება იყო არასათანადო მოპყრობა, მაგრამ წამება არის ინდივიდუალური შემთხვევა, რომელმაც ამ ხარისხს რომ მიაღწიოს, ამას სჭირდება კონკრეტული საქმის გამოძიება, ამიტომ არის, რომ ამის თქმა ასე ხელაღებით შეუძლებელია, მაგრამ სისტემურად ადამიანებს რომ არასათანადოდ ეპყრობოდნენ, ეს ყველამ დავინახეთ.

არასათანადო მოპყრობა თავის თავში მოიცავს როგორც სავარაუდო წამებას, ისე დამამცირებელ მოპყრობას, ისე არაადამიანურ მოპყრობას, ისე წამების მუქარას - ეს ყველაფერი არის სხვადასხვა მუხლები.

შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ადამიანების მიმართ ჰქონდა არასათანადო მოპყრობას ადგილი, ამ 260 ადამიანის მიმართ, მაგრამ ვის მიმართ იყო დამამცირებელი მოპყრობა, ვის მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა, ვის მიმართ იყო წამების მუქარა, ვის მიმართ შეიძლება მიაღწიოს წამებამ - ეს ის საკითხებია, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები