იმ 9 წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად პოზიტივზე ვიყავით ორიენტირებული - ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ახლა კი მთელი პოლიტიკური პროცესი ე.წ. სასამართლოს დერეფნებსა და დარბაზებშია გადასული. ხშირად იძახიან, ვიღაც მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყოო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი. ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? იმიტომ, რომ სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. ცხოვრების ცენტრი ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე იყო ორიენტირებული.
tbl.ge/718v
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




