ჩეხეთი

ჩეხეთის პრემიერმინისტრის: ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი გახდა

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას თქმით, ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი გახდა.

ჩეხეთი 2022 წლიდან ცდილობს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარების მაქსიმალურად შემცირებას და ამ დროისთვის მთავრობას აღარ ჰქონდა პირდაპირი კონტრაქტი რუსული ბუნებრივი აირის მიმწოდებლებთან, თუმცა TAL გაზსადენი, რომელიც ქვეყანას ბუნებრივ აირს აწვდის, ნახევრად დამოკიდებული იყო რუსულ Druzhba-ს გაზსადენზე. პრემიერმინისტრის თქმით, TAL-ს უკვე აქვს იმის რესურსი, დამოუკიდებლად მიაწოდოს ბუნებრივი აირი ჩეხეთს. 

"ეს გადამწყვეტი მომენტია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, რადგან რუსეთი ვეღარ შეძლებს ჩვენ დაშანტაჟებას" – ამბობს პეტრ ფიალა. 

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შემოწმებები და სერტიფიცირება ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა, პრემიერმინისტრის თქმით, რუსული გაზსადენიდან ბუნებრივი აირის წყვეტა აღარ შეუქმნის ქვეყანას პრობლემას.

კომენტარები