ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

Reuters: კატარმა ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო მონახაზი გადასცა

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

Reuters-ის ინფორმაციით, კატარმა ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო მონახაზი წარუდგინეს. 

Reuters-ს წყარო ეუბნება, რომ კატარში გამართულ მოლაპარაკებებზე ისრაელის დაზვერვის სამსახურის თანამდებობის ხელმძღვანელები, კატარის პრემიერმინისტრი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი შეთანხმდნენ დოკუმენტზე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გათავისუფლებას ითვალისწინებს. 

"მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება შეთანხმების მიღწევისთვის" – ამბობს Reuters-ის წყარო. 

12 იანვარს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას 20 იანვრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.

მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენისა და ტრამპის გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობენ და ორივე მხარე მუშაობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იყოს.

აშშ, კატარი და ეგვიპტე ერთი წელია, რაც ცდილობენ ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე ომის დასრულებას, თუმცა, ამ დრომდე, ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

 

კომენტარები