სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ნელსონ მანდელას შვილიშვილი მანქანის გატაცებისთვის დააკავეს

ნელსონ მანდელა

ქალაქ იოჰანესბურგში პოლიციამ მანქანის გატაცებაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. ადგილობრივი მედიების ინფორმაციით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას შვილიშვილია.

სამართალდამცავებმა მანდელას შვილიშვილი იმ სახლის ტერიტორიაზე დააკავეს, რომელიც ბაბუამისს ეკუთვნოდა. დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი. 

ჩხრეკის დროს პოლიციამ 8 იანვარს გატაცებული Toyota Corolla-ს მარკის მანქანა იპოვა. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა სახლიდან არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.

როგორც პოლიციაში დააზუსტეს ეჭვმიტანილებს სატრანსპორტო საშუალების გატაცებისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით გაასამართლებენ.

მედიაში არ არის დაზუსტებული, რომელ შვილიშვილზეა საუბარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ყოფილ პრეზიდენტს 17 შვილიშვილი ჰყავს. ნელსონ მანდელა 2013 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები