აშშ-ქართული ოცნება

ბლინკენის თქმით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
Benoit Tessier/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს:

საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ამ საკითხზეც ვისაუბრეთ და რაც როგორც აშშ-მ და საფრანგეთმა ნახა, დემოკრატიული უკუსვლაა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, არამედ გადახვევა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებისგან. მისწრაფება, რომ ააშენონ მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოსაა ევროპასთან. 

ასე რომ, ამ უკუსვლის გათვალისწინებით; ისეთი მთავრობის ნახვის შემდეგ, რომელიც იმ ხალხის აშკარა ნების წინააღმდეგ მოქმედებს, რომელთა წარმომადგენლობის პრეტენზიაც მას აქვს; იმ არჩევნების გათვალისწინებით, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა; მთავრობის მხრიდან რეპრესიული ქმედებების ნახვის შემდეგ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლად და ღიად ლაპარაკს, ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ნაბიჯები გადავდგით: 

ჩვენ სანქციები დავუწესეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებს; ჩვენ შევაჩერეთ ამერიკული დახმარება საქართველოს მთავრობისთვის; ეუთო-ში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად მოქმედებით, მათ შორის, საფრანგეთთან ერთად, ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი ეუთო-ს მეშვეობით, რათა ცხადად გამოგვეხატა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, კანონპროექტი, რომელიც სიღრმისეულად ზღუდავს  სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლების სივრცეს, ეს უნდა შეიცვალოს.

ასე რომ, მგონი აშკარა ერთიანობას ხედავთ ჩვენი მიზნის მხრივ, როცა საქმე ეხება აშშ-ს, საფრანგეთს და მრავალ სხვა ქვეყანას, როდესაც საქართველოში მთავრობის სამწუხარო ქმედებების პირისპირ ვდგავართ.

თქვა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები