სირია

საფრანგეთმა სირიაში ISIS-ის ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

Getty Images

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიენ ლეკორნუს თქმით, 29 დეკემბერს საფრანგეთმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ლეკორნუ ხაზს უსვამს, რომ საფრანგეთი ლევანტის რეგიონში (სირია, ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ისრაელი, პალესტინა, ეგვიპტე) ტერორიზმთან ბრძოლას განაგრძობს.

"კვირას, საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე მიზნობრივი იერიშები მიიტანეს". - წერს ლეკორნუ 

მანამდე, 23 დეკემბერს, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული, სირიაში დეირ ეზ-ზორის (დაირ ალ-ზავრის) პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებზე იერიში მიიტანა. 

აშშ-ს იერიშის შედეგად მოკვდა ორი და დაიჭრა ერთი ტერორისტი.

მას შემდეგ, რაც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა გაიმარჯვეს, აშშ-ს იერიშები მიაქვს ISIS-ის ობიექტებსა და წევრებზე, რათა დაჯგუფებამ არსებული გარდამავალი სიტუაციით არ ისარგებლოს.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

ინტერვიუში შარაამ განაცხადა, რომ HTS, რომელიც წარსულში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ალ-კაიდასთან იყო კავშირში, ხოლო გაეროსა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, მომავალი ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე "დაიშლება".

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

კომენტარები