არსებული ინფორმაციით, გორში პოლიციის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა. სასწრაფოს მძიმე პაციენტი გადაჰყავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტაბულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.





