დონალდ ტრამპი

ტრამპი: ბედნიერი შობა ჩინელ ჯარისკაცებს პანამის არხში, კანადელებსა და გრენლანდიელებს

ბედნიერი შობა ყველას, მათ შორის, ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც პანამის არხში საყვარლად, თუმცა არალეგალურად ოპერირებენ (სადაც ჩვენ 110 წლის წინ, არხის მშენებლობისას 38,000 ადამიანი დავკარგეთ) და ყოველთვის უზრუნველყოფენ, რომ აშშ მილიარდობით დოლარს ხარჯავდეს "შეკეთებისთვის", თუმცა აბსოლუტურად არანაირი სიტყვა ეთქმოდეს არაფრის შესახებ. 

ასევე, [ბედნიერი შობა] ჯასტინ ტრუდოს, გუბერნატორს კანადისა, რომლის მოქალაქეების გადასახადებიც ზედმეტად მაღალია, თუმცა თუ კანადა ჩვენი 51-ე შტატი გახდებოდა, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდებოდა, მათი ბიზნესები სიდიდით დაუყოვნებლივ გაორმაგდებოდა და ისინი სამხედრო თვალსაზრისით ისე იქნებოდნენ დაცულნი, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. 

მსგავსად, [ბედნიერი შობა] მოსახლეობას გრენლანდიისა, რომელიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის ესაჭიროება. მათაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს და ვიქნებით კიდეც!

საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე წერს აშშ-ს მომავალი, 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

კომენტარები