ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველ ხალხს აშშ-ს კონგრესის ორივე პარტიის მხარდაჭერა დაუდასტურა.
"ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგანან.
ახლა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი". – წერია ჰელსინკის კომისიის X-ის გვერდზე.