სამწუხაროდ ბატონი კობახიძისთვის, არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ ორ წუთში გამოვიდა და თქვა, რომ "ძალიან კარგი არის ეს დასკვნა და ჩვენ გვაძლევს ლეგიტიმაციას" - ეს არის მისი სიტყვები და ჯერ არა ვართ ჩვენ საბჭოთა რეჟიმში და საბჭოთა სისტემაში, რომ მისი ნათქვამი იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ ვერ გაიგოს, სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ გაყალბების ფორმას, მეთოდს, იმ დარღვევას, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ყველამ აქამდე და ამას ადასტურებს ფორმალურად თავის დასკვნაში.
tbl.ge/70er
დაკოპირდა

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ
არჩევნები 2024ეუთო/ოდირიეუთო/ODIHR-ის დასკვნა2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიირაკლი კობახიძესალომე ზურაბიშვილი
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




