ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტთან მიმდინარე აქციზე თავს დაესხნენ.
"ვიდექი, ვსაუბრობდი... დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა... ოდნავ დაზიანება მაქვს, მაგრამ წარმოუდგენელია უბრალოდ. რა უნდოდა, ვერ გავიგე. მკვლელობა უნდოდა, როცა ამ იარაღს გირტყამს ყელში ადამიანი თუ რა უნდოდა?
მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს - არაფერი გამოგივათ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს პიროვნება კი, ვიდეოზე აღბეჭდილია, მისი სახე აღბეჭდილია, ეს პიროვნება თვითონ მისცემს ჩვენებას", - თქვა ვაშაძე ფორმულასთან.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერს პირდაპირ ეთერში ცივი იარაღი ეჭირა, რომელიც მისი თქმით, თავდამსხმელმა ძირს დააგდო.






